„საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს“- თენგიზ ცერცვაძე 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძის განაცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო აბებს შემოიტანს.

„მედიკამენტები გვაქვს უახლესი. მედიკამენტების ახალი ჩვენებები დადო ამერიკამ, იგივე „რემდესივირი“. ჩვენ რამდენი ხანია, ამ მედიკამენტს ვლობირებთ და უნიკალურ შედეგებს ვდებთ. თუ გამოიყენებენ ბინაზე დარჩენილ ავადმყოფებში, უფასოდ დარიგდება, მაგრამ ამას ლოჯისტიკა უნდა. აშშ-მა ეს შედეგები ერთი კვირის წინ დადო და ჯერ არ დაუწყიათ. 87%-ით ამცირებს დამძიმებას და სიკვდილობას.

„ტაბლეტირებული მედიკამენტები ალბათ რევოლუციას მოახდენს და დაამთავრებს პანდემიას აცრასთან ერთად. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. მთელი მსოფლიო რიგშია. როცა გვექნება ეს ტაბლეტირებული ფორმულა და პლუს „რემდესივირი“, რომელიც ახლაც გვაქვს, ძალიან დიდი იმედია, რომ მკვეთრად შემცირდება როგორც მძიმე შემთხვევები, ისე სიკვდილობა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები