თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ახალი ტარიფები ამოქმედდა

დღეიდან დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ახალი ტარიფები ამოქმედდა. პირებისთვის, რომლებიც სოციალური შეღავათებით არ სარგებლობენ, ერთჯერადი მგზავრობის საფასური ერთი ლარი გახდა. ამოქმედებულია სააბონიმენტო სისტემაც.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროს ვიქტორ წილოსანის განცხადებით ბოლო მონაცემებით, გაყიდული ვადიანი აბონიმენტების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის.

„ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში მოქალაქეებს შეეძლებათ საბანკო ბარათებიც გამოიყენონ. ასევე, ყველა საშეღავათო ბარათი რჩება ძალაში და 16 ჯგუფის ადამიანებს, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, შეუნარჩუნდებათ. მგზავრობის 55% ამ საშეღავათო მგზავრობებზე მოდის. აღნიშნული პირებისთვის არაფერი იცვლება, მათთვის ახალი ბარათის აღება სავალდებულო არ არის“-თქვა ვიქტორ წილოსანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებების შედეგად,  მოსახლეობის ნაწილს მიკროავტობუსიდან მეტროში ან ავტობუსში გადაჯდომა მოუწევს, თუმცა, მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინის დრო შემცირებულია და ეს მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი, 1-კვირიანი – 20 ლარი, 1-თვიანი – 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები – 250 ლარი ეღირება. მოქალაქეებს ახალი სამგზავრო ბარათების გამოყენება მეტროთი, ავტობუსით, საბაგიროთი და ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას შეეძლებათ.

 

მსგავსი თემები