„რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მზად ვართ“ – აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრაზე საუბრობს

„გასულ კვირას, პრეზიდენტ ზელენსკისთან პროდუქტიული საუბარი მქონდა. ვცდილობთ გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება ჩვენი მოკავშირეებისთვის. გაეროს უშიშროების საბჭოზე სრულად წარმოვადგინეთ რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეები. რუსეთი აგრძელებს საკუთარი ძალების უკრაინის გარშემო მობილიზებას. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მზად ვართ“ – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა.

ჯო ბაიდენის შეფასებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, რუსეთი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად განვუმარტეთ მოსალოდნელი საფრთხის შედეგები არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ გაეროს წესდების და თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის ძირითად პრინციპებისთვის. თუ რუსეთი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს დიალოგის გზით, შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ჩართულობას გააგრძელებენ. თუ ამის ნაცვლად რუსეთი გადაწყვეტს უარი თქვას დიპლომატიაზე და შეიჭრა უკრაინაში, რუსეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა და სწრაფი და მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება“ – აცხადებს ჯო ბაიდენი.

 

მსგავსი თემები