შახტაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა ისევ მძიმეა

აფეთქების შედეგად დაშავებული 3 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩევა, 5 კი სტაციონარში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ერთ-ერთი დაშავებული კი  კრიტიკულად მძიმეა. მას დამწვარი აქვს სხეულის 60%. გარდა დამწვრობისა, მიღებული აქვს მრავლობითი მოტეხილობა.

„3 პაციენტი წევს შახტაში დაზიანებული დამწვრობის რეანიმაციის განყოფილებაში. ამ სამიდან ერთს აქვს ცოტა მაღალი ციფრები დაზიანების პროცენტული და უფრო მეტად მძიმედ ითვლება. 5 წევს ქირურგიულ განყოფილებაში. მათი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე“ – აცხადებს ექიმი გიორგი დავლიანიძე.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის შახტში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი თემები