ამერიკამ უკრაინაში სამხედრო დახმარება კიდევ გაგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში სამხედრო დახმარების მორიგი პარტია გაგზავნა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი საკუთარ სოციალურ გვერდზე წერს, საბრძოლო მასალა 84 ტონას იწონის.

„მეხუთე ჩიტი კიევშია.  სხვადასხვა კალიბრის კიდევ 84 ტონა საბრძოლო მასალა. უახლოეს დღეებში, თავდაცვითი შეიარაღების  მორიგ პარტიასაც ველოდებით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან“ – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.

მართალია, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ომის დაწყებას არ აპირებენ, თუმცა, სერგეი ლავროვის განცხადებების მსოფლიოსთვის არადამაჯერებელია.

მსგავსი თემები