პრემიერ-მინისტრი ინფიცირებულია

ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, პრემიერ-მინისტრი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  მთავრობის კანცელარიიდან აცნობეს,
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის “ომიკრონი” შტამი დაუდასტურდა. მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა.

მსგავსი თემები