ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის ერთადერთ გზად უცხოეთში გადაყვანას მიიჩნევს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე, რადას დეპუტატი ლიზა იასკო აცხადებს, რომ ერთადერთი გზა, რომელსაც შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გადაარჩინოს, მისი საზღვარგარეთ მკურნალობაა.

„სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი საათით შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა, ისიც გამყოფ შუშასთან, სატელეფონო ყურმილის დახმარებით. ძალიან განვიცდი, ყოველ შეხვედრაზე მისი ფიზიკური მდგომარეობა უარესდება. ვინც მას ხედავენ, ამბობენ, რომ ის კარგად უმკლავდება ყველაფერს, მაგრამ, მე ხომ ვხედავ დიდ განსხვავებას როგორ იყო ის პირველი კვირების განმავლობაში, მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა. ჩემთვის რთულია იმის დანახვა, რომ პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში ისეთია, რომ რთულია რაიმე სახის დიალოგის წარმართვა“ – განაცხადა ლიზა იასკომ ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით,  აუცილებელია, კონკრეტული გზების გამონახვა მის გადასარჩენად.

„ჩემთვის, როგორც უკრაინელისთვის მძიმეა… რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კომუნიკაცია. მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი განკურნებისა და სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ მკურნალობაა. უკრაინა მზადაა, იმოქმედოს როგორც გარანტმა, თუ რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო და ჩვენ მოუთმენლად ველით ქართული მხარის მიერ ამის გაგებას“ – განაცხადა ლიზა იასკომ ჟურნაისტებთან.

 

მსგავსი თემები