„მნიშვნელოვანია მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტების რჩევები სრულად შესრულდეს“- ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით,ევროკავშირი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებულ სიტუაციას სამი მიმართულებით აკვირდება.

დაკვირვების საგანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ არის დაცული მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები და ბოლოს, რამდენად სათანადოა სამართლებრივი პროცესი მის საქმეებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვიცი, რომ ის რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა მედიკოსების ჯგუფმა მოინახულა. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ფუნდამენტურია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტების რჩევები სრულად შესრულდეს“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი.

მსგავსი თემები