„პარლამენტში გააგრძელებენ “ხულიგნობას” – სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობაზე“

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან და საკანონმდებლო მუშაობაში ჩართვასთან დაკავშირებით მმართველო გუნდის წარმომადგენელი სოზარ სუბარი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ  ისევე „იხულიგნებენ“, როგორც ადრე.

„თავის დროზე, უფლებამოსილება სწორედ იმის გამო არ შევუწყვიტეთ, რომ შემოსულიყვნენ და ემუშავათ. თუმცა, მათი კატეგორიული მოთხოვნები ვერ და არ იქნება მიღებული. პარლამენტში გააგრძელებენ “ხულიგნობას,” რასაც ჰქვია მაგიდებზე ახტომა, პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნის დაკავების მცდელობები და ასე შემდეგ. მათგან რაიმე რაციონალური წინადადებები ნაკლებად მოსალოდნელია. პარლამენტში მივიღებთ, მაგრამ “ხულიგნობის” შესაძლებლობას არ მივცემთ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, დღეს გამოაცხადა.

 

მსგავსი თემები