ბავშვის კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია, თუ სიცხე 3-5 დღე გრძელდება – ახალი პროტოკოლი

​კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი განახლდა. ახალი ვარიანტით, თუ ბავშვებში ტემპერატურა 3-5 დღის განმავლობაში გრძელდება, კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია.

განახლებული პროტოკოლით, ასევე აუცილებელია, რომ ჩვილი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდება, კლინიკაში მოთავსდეს და კლინიკაში იმართოს.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, ჩამოთვლილია სიმპტომები, რა შემთხვევაშიც უნდა მოხდეს ბავშვის კლინიკაში მოთავსება:

·        კლინიკურად ან რენტგენოგრაფიულად დადასტურებული პნევმონია;

·        სუნთქვის უკმარისობა;

·        თან არსებული ქრონიკული მდგომარეობა;

·        ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა);

·        გულსისხლძარღვთა დაავადებები;

·        თირკმელების ქრონიკული დაავადება;

·        ღვიძლის ქრონიკული დაავადება;

·        ნერვ-კუნთოვანი დაავადება;

·        ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი). მეტაბოლური დარღვევები;

·        იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვას, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა);

·        მულტისისტემური ანთებითი სინდრომის და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები.

 

მსგავსი თემები