ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 13 150 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ტესტით 45 623 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 27 148 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 475 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 503 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 009 778.

მსგავსი თემები