ერთი გარდაცვლილი და ცხრა დაშავებული -აფეთქება ტყიბულის მაღაროში

ტყიბულში შახტში მომხდარ აფეთქებას ერთი პირი ემსხვერპლა, 9 ადამიანი კი -მძიმედ დაშავდა.მინდელის სახელობის შახტში აფეთქება სავარაუდოდ  23:00 საათზე მოხდა.

დაშავებულ 9 პირს პირველადი სამედიცინო დახმარება ტყიბულის კლინიკაში გაუწიეს, მოგვიანებით  ისინი, თბილისში, ხეჩინაშვილის ​კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის ზედა ნაწილისა და სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნება. სხეულის დამწვრობა აღენიშნება კიდევ ოთხ პაციენტს. მათ დამატებითი კვლევები უტარდებათ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები