„რამდენიმე საათში სიკვდილი“ – დასახლებები თბილისში, რომელიც სიცოცხლისთვის რისკის ზონაა

6 მსხვერპლი, ექვსივე გაზის გამათბობლით და მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი. ასეთია წლევანდელი ზამთრის ტრაგიკული შედეგი. რაც შეეხება მიზეზებს, ყველგან ერთია – ბუნებრივი აირის გამათბობლის არასწორი მოხმარება.

აღნიშნულ პრობლემაზე მედიაცენტრ მთავარშინერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა და ის საშიში და სარისკო დასახლებებიც დაასახელა, სადაც სიკვდილის რისკი მაღალია.

„ხშირია გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების დარღვევა. პრობლემა გვაქვს შიდა ქსელებში, სახლებში არ გვაქვს უსაფრთხო გარემო, რადგანაც არ ვიცით გაზის დანადგარების მოხმარება.  ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით ვიცით ის, რომ ქსელი იყო გამართული, ბინაში არსებობდა ისეთი დანადგარები, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ, გამათბობლად გამოყენებული იყო გაზის ე.წ. დუხოვკა, რაც დაუშვებელია და რაც რამდენიმე საათში იწვევს ადამიანის სიკვდილს“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა მედიაცენტრ მთავარში.“

ენერგოომბუდსმენი მოსახლეობას მკაცრად აფრთხილებს, რომ  „დუხოვკის“ გამათბობლად გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.

დუხოვკის“ გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ცხობისთვის და არა გასათბობად, მისი გასათბობად გამოყენება იწვევს როგორც უჟანგბადობას, ის CO- დაგროვებას და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. დღევანდელ რეალობაში ხშირად გვხვდება „მკვლელი გამათბობლები“ და ეს ძირითადად გვხვდება ძველ აშენებულ კორპუსებში, კერძო დასახლებებში, რომელიც დაყოფილია გასაქირავებლად. ამ დასახლებებში ჯერ კიდევ გვრჩება იმ ტიპის დანადგარები, როგორც გასათბობად ისე წყლის გაცხელებისთვის, რომელიც დაუშვებელია არსებობდეს დახურულ ფართში“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმამედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ენერგოომბუდსმენმა აღნიშნა, სარისკო ზონები უფრო კერძო დასახლებებია.

საშიში უბნებია კერძო დასახლებები ნაძალადევში, ისანში, ნავთლუღში, სამგორში, სადაც უკიდურესად რთულად მოწყობილი კუსტარული მოწყობილობებია დამონტაჟებული. ეს არის ღია წვის გამაცხელებლები ანუ ე.წ. წითელი ფარცონკები. დაუშვებელია, სოცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე გვქონდეს რაიმე სახის კომპრომისი.  ეს არის მკვლელო დანადგარები“ – აღნიშნა ვარდიაშვილმამედიაცენტრ მთავარში.“

“მკვლელი გამათბობლები” – სალომე ვარდიაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები