„ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით“ – უკრაინის პრეზიდენტის მორიგი კრიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი  ნატოსგან ისევ კონკრეტულ განცხადებებს ელოდება, გახდება თუ არა უკრაინა ალიანსის წევრი.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ამ დრომდე, მკაფიო და კონკრეტულ პასუხს ვერ იგებს.

„კონკრეტიკა გვჭირდება, გვითხარით მიზეზები –  ნატოში არ ვართ? გვითხარით, რომ ნატოში არ ვართ. ეს ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით. რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს და ეს ცხადია“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მისივე შეფასებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინის წევრობა ნატოსთვის მეტი გამოწვევა იქნება.

„თუ უკრაინას ნატოში მიიღებენ და მერე რამე მოხდება, თუნდაც,  უკრაინის დაცვა გახდება საჭირო, ეს ნატოსთვის სერიოზული გამოწვევებია? ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ასე მსჯელობს და არ სურთ ამ რისკზე წასვლა და უკრაინის მიღება. თუმცა, ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, ეს ომი ნატოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს საზღვრებთანაც იქნება“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები