“რუსულ აგრესიას ნატო პასუხს აუცილებლად გასცემს”, – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს,  რომ თუ რუსეთი უკრაინისადმი ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რაც საქართველოს მიმართ 2008–ში ჩაიდინა , ამას NATO უპასუხებს.

“რაც უფრო მეტ აგრესიას ვნახავთ უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან, მით მეტ ჯარისკაცს გადასხამს NATO აღმოსავლეთ ნაწილებში,  ჩვენი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ჩვენ, ჩვენს საზღვრებთან უკრაინაში და ბალტიისპირა ქვეყნებში გადავსხით ჯარები, ასევე გავზარდეთ ჩვენი რაოდენობა პრიბალტიკაში და შავი ზღვის რეგიონში”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაში მომდევნო თვეში შეიჭრება

“თუ დაზარალებული იქნება ნატოს ქვეყანა, მაშინ ამოქმედდება მეხუთე მუხლი. მიზეზი, თუ რატომ გადავსხით ჩვენ შეიარაღებული ძალები ალიანსის აღმოსავლეთში, არის რუსეთისთვის იმის ჩვენება, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა გამოიყენა საომარი ძალები უკრაინისადმი 2014–ში, თუ რუსეთი კვლავ შეეხება უკრაინას აღმოსავლეთ ნაწილში, NATO იქ კიდევ უფრო მეტ ძალებს გადასხამს.” – ამბობს იენს სტოლტენბერგი.

მსგავსი თემები