სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძარცვას ქალი ემსხვერპლა

მკვლელობა მოხდა სიღნაღში. სოფელ ჯუგაანში 70- წლამდე ასაკის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოკლულს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ეს დაზიანებები ქალს მძარცველმა მიაყენა.

საქმე ძარცვას ეხება. ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ქალს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები