გლდანში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად 3 ბავშვი და მშობლები სავარაუდოდ 3 დღის გარდაცვლილები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბინის მესაკუთრე ოჯახთან დაკავშირებას 3 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.
ბინის მესაკუთრე საჩხერიდან თბილისში მოემგზავრება. ის პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული. ადგილობრივების თქმით, კორპუსის მე-6 სართულზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მაშველები ცხედრების გამოყვანას დიდხანს ცდილობდნენ.~
პირველადი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი CO-ს დაგროვება გახდა. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ბავშვების გასათბობად გაზის გამათბობელი გამოიყენა, რომელიც სავარაუდოდ, გამართულ მდგომარეობაში არ მუშაობდა.