ვირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 1007-ია

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 146 527 საიდანაც: 5 191 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 191, აჭარაში – 735, იმერეთში – 1 089.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 007 პირი, მათ შორის, თბილისში – 394, აჭარაში – 143, იმერეთში – 304. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი,  მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 46, იმერეთში – 27.

2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 – თბილისში, 639 – აჭარაში. 139 275 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 29 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

მსგავსი თემები