2 უფროსის და 3 ბავშვის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, CO-ს გახდა

წინასწარი ინფორმაციით, გლდანში, ერთი ოჯახის ხუთი წევრის გარდაცვალების მიზეზი CO  გახდა.  როგორც „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე აცხადებს, ბინაში ბინაში გაზქურა გახსნილი იყო.

„ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულის გამომწვევი არის CO.  როდესაც სამაშველო სამსახური შევიდა შემთხვევის ადგილზე, გაზქურის ღუმელი იყო ღია და ანთებულ მდგომარეობაში. სავარაუდოდ, გათბობის მიზნით იყენებდნენ, რამაც სავარაუდოდ, დააგროვა CO და გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა“, – განმარტავს ლეფსვერიძე.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა დღეს გლდანში მოხდა.

 

მსგავსი თემები