ფოთის ნავსადგურის გახსნის ცერემონიის პარალელურად, იქვე “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს

ფოთში ახალი ნავსადგური გაიხსნა. გახსნის ცერემონიის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს. ისინი ნავსადგურის შესასვლელთან ლოზუნგებით – ,,თავისუფლებ მიშას” , „სოლიდარობა უკრაინას” , „უკრაინა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა” მივიდნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.

“დღეს იმის კლასიკური მაგალითია, რომ მთავრობას ხალხთან არ მიესვლება. ჩვენუ მოთხოვნაა, რომ  მთავრობა უკრაინისა და სააკაშვილის მხარდაჭერა გამოაცხადოს. უკრაინა არამარტო სტრატეგიული სახელმწიფოა ჩვენთვის, მეტიც, მეგობარი სახელმწიფოა, ყველა გასაჭირში ჩვენს გვერდით მდგომი”, – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ.

მსგავსი თემები