“სოლიდარობა გვაძლიერებს” – შშმ პირთა აქცია პოლიციელთა წინააღმდეგ “რუსთაველის” მეტროსთან

“რუსთაველის” მეტროსთან მიმდინარეობს შშმ პირთა აქცია, სლოგანით “სოლიდარობა გვაძლიერებს”. ისინი აპროტესტებენ ისნის მეტროში მომხდარ შემთხვევას. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ისნის მეტროში შშმ პირი, ახალგაზრდა ბიჭი ცემა.

ისინი ითხოვენ დამანაშავე პოლიციელების სათანადოდ დასჯას. ამავდროულად მიმართავენ ხელისუფლებას, რომ შეიქმნას შესაბამისი კანონი, რითაც მათი უფლებების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი.

“ჩვენთვის შოკისმგვრელი იყო, როცა გავიგეთ ისნის მეტროში მომხდარი ფაქტი. კანონი უნდა მიიღონ, რითაც ამგვარი საზოგადოება იქნება დაცული. ვითხოვთ ამ პოლიციელების დასჯას, ჩვენი უფლებები დაცული არ არის, წართმეული გვაქვს უფლებები”, – განაცხადა აქციის მონაწილემ, მანანა წიკლაურმა.

მსგავსი თემები