ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, ფორმირებაა”

“ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ფორმირება და ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაციაა, ამიტომ ამ პროექტის დაწყების პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით კომპანია “პეისს” და თითოეულ თანამშრომელს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანია “პეისი”  30 წელია წარმატებით საქმიანობს და მის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისდგომების ყოვეწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას შეადგენს.

“მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ სოსო დოლიძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ეს არაჩვეულებრივი, მასშტაბური პროექტი განახორციელა ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ კომპანია “პეისი” წარმატებით საქმიანობს უკვე 30 წელია, დღეს არის ამ კომპანიის იუბილე და ვულოცავ თითოეულ თანამშრომელს. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო კომპანიის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისდგომების ყოვეწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას შეადგენს. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში კომპანიამ ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობაც გამოიჩინა, მშენებლობის ფარგლებში შეიქმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონის მოსახლეობისთვის. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობისთვის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ამ პროექტის დაწყების პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას კომპანია “პეისს” და თითოეულ თანამშრომელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები