მოქალაქეები შიდა ქართლის პოლიციას კანონების დარღვევაში ადანაშაულებენ

შიდა ქართლის პოლიციის მაღალჩინოსნებზე უმძიმესი ბრალდებები და სკანდალი ვრცელდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ღამით სამართალდამცველები არაფხიზელ  მდგომარეობაში დადიან და მოსახლეობას უმიზეზოდ აჯარიმებენ.

საუბარია, ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსზე, გიორგი მესხზე. სოსო ბაბაევი და ზაზა მეზვრიშვილი, რომლებმაც კადრები გადაიღეს, აცხადებენ, რომ მათ კანონდარღვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართეს, თუმცა უწყებას რეაგირება არ მოუხდენია.

“იმის მაგივრად, რომ პოლიციელმა კანონები დაიცვას, თავად არღვევს მათ. ნასვამმა პოლიციელმა მე რა უნდა მასწავლოს, როდესაც თვითონ არღვევს კანონს. ასეთი პოლიციელები მახსოვს, რომლებიც გაიტანეს და გადაყარეს ნაგავსაყრელზე”- აცხადებს მოქალაქე, რომელის მტკიცებით უმიზეზოდ დააჯარიმეს”, – ნათქვამია მოქალაქის განცხადებაში, რომლის მტკიცებითაც ის უმიზეზოდ დააჯარიმეს.

მსგავსი თემები