რუსეთი შავ სიას აფართოებს – ევროკავშირის წევრების ნაწილს ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ

რუსული მედია ქვეყნის საგარეოს საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა ევროკავშირის წარმომადგენლების საპასუხო სია გააფართოოს, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.

“იმის გამო, რომ ევროკავშირმა ცალმხრივად შემზღუდველი ზომები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით არალეგიტიმურია, უკვე ხშირად გამოიყენა, მოსკოვი ღიად აცხადებს, რომ იტოვებს საპასუხო მოქმედების უფლებას. რუსეთმა გადაწყვიტა, რომ გააფართოოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისა თუ ინსტიტუციების სია, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალებათ”, – წერია განცხადებაში.

შავ სიაში შედიან ევროპის სხვადასხვა რეგიონში მოქმედი ევროპის კერძო სამხედრო კომპანიების ხელმძღვანელები, სამართალდამცავი უწყებების, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები

მსგავსი თემები