რუსეთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტას უგზავნის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს საპროტესტო ნოტას უგზავნის.

26 იანვარს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობის წინ ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა.

“26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ პოლიტიკური აქცია გამართა, ანტირუსული მიზნით. დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა. მომხდართან დაკავშირებით, ინტერესთა სექციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის ზედმიწევნით შესრულების აუცილებლობაზე. მსგავსი გზავნილი გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელს”, – განაცხადა ზაიცევმა.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 26 იანვარს რუსეთის ყოფილ საელჩოსთან “ევროპულმა საქართველომ” უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართა.

მსგავსი თემები