“ზურაბიშვილს პრეზიდენტად რომ ირჩევდნენ, მაშინ არ იყო საზოგადოება დაავადებული?!“ – დავით ჭიჭინაძე

პარტია ტრიბუნას ხელმძღვანელი დავით ჭიჭინაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მედიასთან შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ ის არ არის იმ ლეგიტიმაციის ადამიანი, ვისაც საქართველოს უახლოესი ისტორიის შეფასება შუძლია.

„სიძულვილის ენას რაც ეხება, პირველ რიგში „ოცნების“ ხელისუფლებას მიმართოს, თავად დაივიწყონ სიძულვილი,  ყველა განსხვავებული და განსაკუთრებით საღი  აზრის მქონე ადამიანს ან „ნაცს“ , ან  ქვეყნის მოღალატეს რომ ეძახიან!მოკლედ, ქალბატონი პრეზიდენტი არ არის დამოუკიდებელი, ის მხარეა, ვინც სხვისი პირით გვესაუბრება, სხვის ხუშტურზე დადის და შესაბამისად, არ არის იმ ლეგიტიმაციის ადამიანი, ვისაც ჩვენი უახლოესი ისტორიის შეფასება შუძლია, მით უმეტეს თუ მის არალეგიტიმურ არჩევნებს გავიხსენებთ“- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები