„15 000 ადამიანი დაგვეღუპა და მსოფლიო სანქციებს „შემდეგ“ განიხილავს“ – ზელენსკი უკმაყოფილოა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რუსეთის მიმართ სანქციების გადავადებით უკმაყოფილოა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, რა აზრი აქვს ასეთ სანქციებს, თუ ეს „შემდეგ“ იქნება.

„როცა მარტო ხარ პირისპირ ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან, კითხვას სვამ – რა საჭიროა სანქციები „შემდეგ“, ვისკენ არის მიმართული? რისთვის? ეხება თუ არა უკრაინას? სამწუხაროდ, არა. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ. თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები “მოგვიანებით? ეს მიუთითებს,  რომ მათ სურთ ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის შეჩერება. მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე არ შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ 15 ათასი ადამიანი დაგვეღუპა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა კი განიხილავს სანქციებს “შემდეგ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა საერთაშორისო მედიასთან.

მან ნატოსაც მიმართა და კითხვა გაუგზავნა – როდის გაწევრიანდება უკრაინა ალიანსში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა თებერვალში შეიჭრას.

 

მსგავსი თემები