“ვართ დღეს იმისთვის მზად, რომ ვთქვათ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მიუღებელია?” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის პროცესზე ისევ საუბრობს და აცხადებს, რომ საბოლოოდ, გზა ხელისუფლებისკენ მიდის. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, დროულია, დავუბრუნდეთ საზოგადოებას.

„ვინც საზოგადოების ხმა მიიღო, ამას უნდა მიჰყვეს. ამიტომ დროულია დავუბრუნდეთ საზოგადოებას და საუბრის სივრცე დავუბრუნოთ და მივცეთ მას, თვითონ გამონახოს, სად არის იწ წერტილები, სადაც შესაძლებელია შეთანხმება. ვართ დღეს იმისთვის მზად, რომ ვთქვათ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მიუღებელია?  სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ ვერ დაიცვა თავის არჩეული პრეზიდენტი გადატრიალებისგან, ამაზე თუ ვართ მზად ეს არის პირველი შეთანხმების წერტილი. მაგრამ ილუზიები არ მაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება უცებ შეთანხმდება ზვიადის შეფასებაზე, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ არის გმირი და იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ მძიმე შეცდომები აქვს ჩადენილი. ეს ისტორიკოსების შესაფასებელი დარჩება, მაგრამ არ უნდა შევიკავოთ თავი, რომ სადაც შეთანხმების თუნდაც ვიწრო ელემენტებია, იმაზე შევთანხმდეთ“ – აცხადებს პრეზიდენტი.

პრეზიდენტი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ მაგალითისთვის ესეც საკმარისია.
„ვთქვათ, მოქალაქეების დარბევა, რაც შევარდნაძის პერიოდში იყო;  მედიის დარბევა; ზეწოლა მედიაზე; შეჭრა სპეცრაზმებით თუ სხვა ფორმით… ვთანხმდებით, რომ აღარ გვინდა ეს? არ უნდა იყოს გამოყოფილი პერიოდები, ყველაფერი უნდა გავიაროთ, თუნდაც, დღემდე. ბოლოს ხელისუფლებასთან მივდივართ. საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, თავის ხმა და ძალა გამოაჩინოს, მოთხოვნები დააყენოს, შემდეგ გადადის ეს პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკური პარტიების დონეზე. ვინც არ შეასრულებს, მათზე საზოგადოება თავის დასკვნას გამოიტანს“ – აცხადებს პრეზიდენტი მედიასთან.

 

მსგავსი თემები