ორხევის დასახლებაში ხმაურია, მერია უკანონოდ აშენებულ სახლებს ანგრევს

ამ წუთებში, ორხევის დასახლებაში ხმაურია. მერიის თანამშრომლები უკანონოდ აშენებულ ნაგებობების დემონტაჟს ახორციელებენ. ადგილობრივებს გაფრთხილება წინასწარ გაუგზავნეს.

ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ახლებს ანგრევს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები  მათ სახლის მეპატრონეები ძალით გაჰყავთ პერიმეტრიდან.

როგორც მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, შენობები დაუმთავრებელი იყო და იქ არავინ ცხოვრობდა. რაც შეეხება მშენებარე სახლის მეპატრონეებს, მათი თქმით, სხვა ალტერნატივა არც გააჩნიათ.

„5 შვილის მამა ვარ, ცოლი მყავს კიბოიანი ბოლო სტადია აქვს. შვილი მყავს ეპილეფსიანი ვერსად ვერ მუშაობს. ეს ტერიტორია იყო ნაგვით სავსე, დავიწყე აშენება, მოვიდნენ დამინგრიეს. სხვა გზა აღარ მაქვს. მივიდნენ, გახსნან კომპიუტერი და გადაამოწმონ ჩემი ინფორმაცია“ – აცხადებს ერთ-ერთი, რომლის მშენებარე სახლის დემონტაჟი განხორციელდა.

 

მსგავსი თემები