ვირუსით ინფიცირებულია 125 410 ადამიანი

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 125 410-ია, საიდანაც: 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 048, აჭარაში – 686, იმერეთში – 1 039.

მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 127, იმერეთში – 275. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი,  მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 49, იმერეთში – 27. 2 143 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 – თბილისში, 661 – აჭარაში. 118 373 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299  პირი.

 

მსგავსი თემები