რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას

ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთის მორიგი შეიარაღებული აგრესია უკრაინის მიმართ თებერვალში განხორციელდეს. აღნიშნული გზავნილი შტატებმა უკრაინასაც გაუგზავნა.

საუბარია გასაიდუმლოებულ წერილზე, რომელიც უკრაინამ შტატებისგან მიიღო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, წერილში სწორედ ამ საფრთხეზე იყო საუბარი.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს რეალური  შესაძლებლობა, რომ რუსები უკრაინაში თებერვალში შეიჭრან. მან ეს საჯაროდ თქვა. ჩვენ ამის შესახებ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ“, – აცხადებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი ემილი ჰორნი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრას კიევის ჩრდილოეთიდან აპირებს.

 

მსგავსი თემები