ოკუპანტებმა საქართველოდან წელიწადში 70-მდე ადამიანი გაიტაცეს და „საზღვარი“ 60-ჯერ მონიშნეს (ჟურნალისტური მოკვლევა)

ადამიანთა გატაცება, წამება, შინაგანი ორგანოების ამოცლა, მკვლელობაეს ყველაფერი საქართველოში, კერძოდ, ოკუპირებულ ცხინვალში ხდება. რუსი ოკუპანტები, .. საზღვრისპირა სოფლებიდან საქართველოს  მოქალაქეებს წლებია იტაცებენ და შემდეგ ვაჭრობენ. ვინც გადარჩება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახს  გაუბედურებული უბრუნდება, ვინც არა, მათი ცხედრის ოჯახისთვის დაბრუნებაც სავაჭრო საკითხია.

რაც შეეხება ე.წ. საზღვარს, რომელიც ოკუპანტებმა თვითნებურად გაავლეს, ყოველ დღე იზრდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მავთულხლართები საქართველოს ტერიტორიისკენ ეტაპობრივად მოიწევს და დასასრული არ უჩანს.

„მედიაცენტრი მთავარის“ ჟურნალისტური  მოკვლევა, ამჯერად ოკუპაციის თემას, ადამიანთა გატაცებას, ტერიტორიების მითვისებასა და იმ სისასტიკეს ეხება, რაც 21-ე საუკუნეში საქართველოში ხდება.

                                                  ადამიანების გატაცების ისტორიები

2021 წელს, საქართველოს ტერიტორიიდან ოკუპანტებმა ათეულობით ადამიანი გაიტაცეს. ზოგი საკუთარ სოფლიდან, ზოგი  – ტყიდან სადაც საქონელს მწყევსავდნენ, ზოგიც მაშინ, როცა ტყეში სოკოს კრეფდნენ. ხელწერა კი ყველა შემთხვევაში ერთია – უკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან, უსაფრდებიან ადამიანებს და როგორც კი ხელსაყრელ მომენტს ნახავან, ჩაავლებენ ხელს და გადაჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. მათ მიერ გავლებულ მავთულხლართების იქით. შემდეგ კი მათ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებას უყენებენ და იწყება ჯოჯოხეთი.

ისტორიები უამრავია. ერთ-ერთი კი საკმაოდ გახმაურებულ თემას – 33 წლის ზაზა გახელაძის გატაცებას უკავშირება.

ისტორია კი შემდეგია: ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე სამთავისელ მეგობართან ერთად, სოკოს საკრეფად სხვილოს ციხისკენ წავიდა. მოულოდნელად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. მეგობარმა გამოქცევა მოახერხა, ზაზა გახელაძე კი ფეხში დაიჭრა და გადაადგილება ვეღარ შეძლო. ე.წ. მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს. ინციდენტიდან ცოტა ხანში დე ფაქტო საინფორმაციო საშუალებებმა კაგებეს პრესსამსახურის შემდეგი ინფორმაცია გაავრცელეს:

„სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებმა 1987 წელს დაბადებულმა ზაზა გახელაძემ, რომელმაც დაარღვია სახელმწიფო საზღვარი და შევიდა ლენინგორის მიმართულებით სოფელ ახმაჯის ტერიტორიაზე, მესაზღვრეების გამოჩენისას ცეცხლი გახსნა იარაღიდან. საპასუხო ცეცხლით ზაზა გახელაძე ტერფში დაიჭრა და ამის შემდეგ ის დაკავებულ იქნა“.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო ხელისუფლებამ მას ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – “სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა” და “სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა”.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე ხშირად გადმოდიან.

„სოფლის მცხოვრებლები სხვილოს ციხეზე ხშირად მიდიან. ციხიდან მოშორებით საოკუპაციო ხაზი გადის, თუმცა ქვემოჭალელები იქით გადასვლას არ გედავენ. იქ არც ღობეებია და არც მავთულხლართები, ამიტომ საოკუპაციო ძალები თავად შედიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

რუსები ხშირად ჩამოდიან ჩვენსკენ, არაერთხელ გვინახავს და გამოვქცეულვართ.  ჩვენ იქით არ გადავდივართ. სხვილოს ციხიდან ზევით ისევ ჩვენი ტერიტორიაა. საქონლის გადარეკვასაც კი ვერიდებით, რომ არ დაგვაკაონ, მაგრამ თვითონ რუსები აქეთ ჩნდებიან. ხშირად ჩასაფრებულები არიან და როგორც კი სიახლოვეს ვინმეს ნახავენ, ეგრევე ჩაავლებენ ხელს გადა გადაათრებენ მათ ტერიტორიაზე“ – გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე, რომლის ოჯახის წევრმაც ოკუპანდების ტყვეობა გამოსცადა.

ქარელის რაიონ, სოფელ დვანიდან გაიტაცეს დავით მინდიაშვილი და ვლადიმერ მახაჭაშვილი, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და საქონელს მწყემსავდნენ;

2021 წლის 27 დეკემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარე ტერტრიიდან, რომელიც ასევე საქართველოს ტერიტორიაა, ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გატაცეს;

2021 წლის 23 დეკემბერს შიდა ქართლიდან,  ოკუპანტებმა  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან ოთხი ადამიანი გაიტაცეს;

2021 წლის 12 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან, ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 40 წლის მამუკა ჩხიკვაძ გატაცეს;

მორიგი გატაცემა მოხდა სოფელ მეჯვრისხევიდან, საიდანაც ოკუპანტებმა ქ ადამიანი გაიტაცეს და ოკუპირებულ  ტერიტორიაზე გადაიყვანეს;

24 დეკემბერს, აოკუპაციო რეჟიმის ტყვეებს დაემატა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ლაშა ხეთერელი;

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერთ წლის განმავლბაშ, ოკუპანტებმა, საქართვეოს ტერიტორიიდან უკანონოდ 64 ადამანი დააკავეს.

ოკუპანტების მხრიდან ადამიანთა გატაცებისა და სასტიკი წამების ერთ-ერთი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის საქმე.

                  არჩილ ტატუნაშვილის საქმე – მოკლეს და შინაგანი ორგანოებიც ამოაცალეს

არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში ცხოვრობდა და მცირე მეწარმეობით იყო დაკავებული. ის ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს, იქიდან კი ცხინვალში გადაიყვანეს. 23 თებერვალს ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, იარაღი წაართვა და მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კიბეზე დაგორდა. მათი მტკიცებით, ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს, ოჯახისთვის  ტატუნაშვილის ცხედარი დაებრუნებინა. საბოლოოდ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ხოლო თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და უფრო მეტიც, შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.

საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.

არასამათავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა იმიტომ ვერ მოხერხდებოდა, რომ მას შინაგანი ორგანოები ჰქონდა ამოცლილი, ამიტომ, საქართველოს ხელიუფლებას მიმართა, ამოცლილი ორგანიების გადმოცემის საკითხი დაეყენებინა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილეობა ცენტრ „ემპათიას“ სამედიცინო ექსპერტმაც მიიღო. მათი დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

დასკვნა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელში მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს და ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა ევროკონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) და მე-13 მუხლების (ეფექტური ზომა) დარღვევისათვის.

რაც შეეხება  კომპლექსურკომისიურ სასამართლო ექსპერტიზასმი მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 100-ზე მეტი ტრავმული დაზიანების კვალი: ნაჭდევები, თითის მოტეხილობის, მრავლობითი ვრცელი სისხლნაღვენთებისა და ჭრილობების სახით, მიყენებული მოგრძო ფორმის, ბრტყელი ან ცილინდრული ზედაპირის მკვრივი-ბლაგვი საგნების, არაერთჯერადი დარტყმითი ზემოქმედებით, როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური მიმართულების, ან/და უსწორო კიდეებიანი, პირობითი საათის ციფერბლატის სხვადასხვა მიმართულების მქონე, რაც ადასტურებს, რომ დაზიანებები მიყენებულია ტკივილისა და ტანჯვის გამოწვევის მიზნით, ჯგუფურად- არაერთი პიროვნების მიერ.

ყველა წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ტრავმული დაზიანებები არჩილ ტატუნაშვილს აღენიშნება მთელ სხეულზე, თითქმის ყველა მიდამოში, მათ შორის, თავის არეში და სასქესო ორგანოების მიდამოში. მათი მთელ სხეულზე გადანაწილება, სხვადასხვა მიმართულება და ერთსა და იმავე უბანზე განმეორებითი დარტყმების კვალი მიუთითებს (ასე მაგალითად, ორივე ხელის მტევანზე აღწერილი დაზიანებები ჭრილობის სახით, სასქესო ორგანოების სათესლე ჯირკვლების დაზიანება, ასევე, ზურგზე, კიდურებზე, დუნდულოებისა და გვერდების მიდამოში) გამიზნულ დარტყმებზე, რისი მიზანიც იყო ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენება და არ შეიძლება, განხილული იყოს, როგორც მკვრივ საგნებზე დაჯახების ან კიბიდან  დაგორების შედეგები.

წამების დროს ადგილი ჰქონდა შემდეგი მეთოდების გამოყენებასსასტიკი ცემა, განმეორებითი დარტყმებით სხეულის მთელ ზედაპირზე, განსაკუთრებით კი ხელის მტევნებისა და მარცხენა წვივის არეში (ჭრილობები), მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები სხეულის მთელ ზედაპირზე (თითქმის 2/3-ზე მეტი ფართობი დაზიანებულია), დაფიქსირება  არაფიზიოლოგიურ მდებარეობაში ყოფნა, სექსუალური წამება – სათესლე ჯირკვლის დაზიანება“ – ვკითხულობთ დასკვნაში.

წამების ინსტრუმენტად იდენტიფიცირებულია: პოლიციური „დუბინკა“, ასევე, დიდი ალბათობით, შებოჭვისთვის ხელბორკილების, ხოლო ცემისთვის ავტომატის, სხვა იარაღის კონდახებისა და ლულის, ან სხვა ცილიდრული მყარი ბლაგვი საშუალებების გამოყენება. შესაძლოა, „სათესლე პარკის გადაგრეხვა, ან „მოგუდვაც“ იქნა გამოყენებული“, – აღნიშნულია დასკვნაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ფიზიკური გამოკვლევის მონაცემებით, გამოტანილი იყო შემდეგი დიაგნოზები/დაზიანებები:

„1. კეროვანი სისხლჩაქცევა თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე მარჯვნივ თხემის მიდამოში, თავის ქალას ტრავმა – დაზიანების ხარისხის შეფასება ვერ ხერხდება, ტვინის ქსოვილი წარმოდგენილი არ არის. თავის დაუზუსტებელი ტრავმები- S09.09 (S09.9unspecified injury of head) თავის დაუზუსტებელი ტრავმების შედეგები – T90.9 (T90.9 Sequelae of unspecified injury of head).

  1. უსწოროკიდეებიანიჭრილობები მარცხენა წვივის და მარჯვენა მტევნის მე-3 და მე-4 თითების მიდამოში. ღია ჭრილობები, რომლებიც მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების რამდენიმე მიდამოს-T01.6.
  2. მარჯვენა მტევნის მე-4 თითის ძირითადიფალანგის(ღია) მოტეხილობა. სხვა თითის მოტეხილობა – S 62.6
  3. მრავლობითი, ვრცელი სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მრავლობითი ნაჭდევები სხეულზე, მრავლობითი ტრავმები.
  4. სისხლჩაქცევა მარცხნივ დამარჯვნიცსათესლე პარკის მიდამოში და არსებული მარჯვენა სათესლე ჯირკვლის ქსოვილში. მენჯის სხვა ორგანოების ტრამვა-S37.8.

ყოველივე, აღნიშნული დაზიანებები/დიაგნოზები, პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იმყოფება არჩილ ტატუნაშილის წამების ფაქტთან.

შესაბამისად, ფიზიკური ტრავმების ერთობლიობის, ინტენსივობის,  განსაკუთრებით კი სათესლე პარკის დაზიანების, წამების შედეგად განვითარებული ტკივილით გამოწვეული ნეიროგენული/ტრავმული შოკი- T79.4  და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, არაადექვატური სამედიცინო მომსახურებისა და ძლიერი ტრავმული სტრესის ფონზე, გახდა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი. აღნიშნულის გათვალისწინებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იმყოფება მისი წამების ფაქტთან, რასაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე. აღნიშნულის შედეგად სიკვდილის ძირითადად მიზეზად დადგენილი იქნა – წამება (ძლიერი ტკივილი ფიზიკური, ფსიქოლოგიური – Y07).

ფსიქო-ემოციური სტრესი შეფასებულ იქნა, როგორც სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი ტრავმული სტრესული მოვლენა – წამება, შესაბამისად, ყველა მტკიცებულებების გათვალისწინებით. რომელნიც ერთმანეთთან შესაბამისობაში არიან. არჩილ ტატუნაშვილი დიაგნოსტირებული იქნა წამების მსხვერპლად – Z65.4 Victim of Turture“…

„სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია სერიოზული შეზღუდვებით. კერძოდ, გვამის ექსპერტიზა ჩატარებულ იქნა შინაგანი ორგანოებისა და რბილი ქსოვილების, ასევე შესაბამისი ჰისტოლოგიური სველი არქივისა და ჰისტოლოგიური ბლოკებისა და მიკროპრეპარატების გარეშე, რაც არჩილ ტატუნაშვილის გვამთან ერთად არ იქნა გადმოცემული მხარისთვის“ – ვკითხულობთ დასკვნაში.

                                   სახალხო დამცველის ანგარიში დაკავებებზე

ოკუპანტების მხრიდან ადამიანთა გატაცებები ყოველ წელს ხვდება სახალხო დამცველის ანგარიშში. აი, რას ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში ოკუპანტების სისასტიკეზე.

„უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის საკითხები საოკუპაციო ხაზზე, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, კვლავ გრძელდება საქართველოს კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა დაკავებების მანკიერი პრაქტიკა. საოკუპაციო რეჟიმის და დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისთვის რეგულარულად აკავებენ სამოქალაქო პირებს.

ოფიციალური მონაცემებით, საოკუპაციო ხაზზე 2019 წელს, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 86 პირი დააკავეს, აქედან 9 ქალი და 2 არასრულწლოვანი,  ხოლო 2020 წლის მონაცემებით  – 64 პირი. აქედან, 6 ქალი და ერთი არასრულწლოვანი. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 2019 წელს, 27 პირი დააკავეს, აქედან 2 ქალი და 2 არასრულწლოვანი. ხოლო 2020 წელს – 13. აქედან, 1 ქალი და 2 არასრულწლოვანი.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანებს, უმეტეს შემთხვევაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აკავებენ და მათ ჯარიმების გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, პირთა უკანონო პატიმრობა ძირითადად 2-3 დღე გრძელდება, თუმცა ბოლო წლებში, ორივე ოკუპირებულ რეგიონში გახშირდა უკანონოდ დაკავებულების გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში დარჩენის შემთხვევები.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებთან ერთად, რჩება პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში“.

მისი ინფორმაციით, როგორც წინასწარი დაკავების იზოლატორში, ისე ცხინვალის ციხეში გაუსაძლისი პირობებია. პატიმრებს ყოველდღე ცემენ.

„ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ცხადყოფს, რომ თავისუფალი გადაადგილების კუთხით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა“ – აცხადებს  ნინო ლომჯარია.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როგორც მისი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს,  უწყება ბოლომდეა ჩართული უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების პროცესში:

“მე მინდა დაგიდასტუროთ და უკანონოდ დაკავებულთა ოჯახის წევრებსაც დავუდასტურო, რომ დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ერთი პიროვნება – ბებუა რჩება სოხუმში, ხოლო 5 ცხინვალის ციხეში იმყოფება. სამსახური ბოლომდეა ჩართული პროცესში, რომელიც როგორც წესი და უმეტეს შემთხვევაში მთავრდება დადებითი შედეგით. გამტაცებლები და მოძალადეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან, თუმცა ეს ვერ მოხდება ძალადობრივი ჩარევით“ – აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

                                     „საზღვრის გადმოწევა და ე.წ. მცოცავი ოკუპაცია

21-ე საუკუნეში. ე.წ. მცოცავი ოკუპაცია საქართველოსთვის ჩვეულებრივი დღის წესრიგად იქცა. ოკუპანდები, საქართველოს ტერიტორიებს ისე იკავებენ და მავთუხლართებს ისე ავლებენ, არანაირ დაბრკოლებას აწყდებიან.  ოფიციალური განცხადებები, აღშფოთება, გზავნილები, საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორი ყვეყნების საქმის კურსში ჩაყენება და ე.წ. დიპლომატიური ნოტების გზავნა, ნულოვან შედეგს იძლევა.

ადგილობრივები თითქმის ყოველ დღე იმის შიშით იძინებენ, რომ დილი, მათი ეზო, ბაღი თუ სახნავები ოკუპანტების მავთულხლართების მიმა არ აღმოჩნდეს.  არადა, მსგავსი ფაქტებიც უამრავია, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მოსავალიც კი ვერ აიღო და როცა მოსავლის აღების დრო დადგა, მათი სავარგულები ოკუპანდების მავთულხლართების იქით აღმოჩნდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ბოლო ერთ წლის განმავლბაში, ცხინვალს რეგიონის მიმართულებით ე.წ. ბორდერიზაციის 60 შემთხვევა გამოვლონდა, რაც გულისხმობს საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე ხელოვნური ბარიერების, ღობეების, მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბარიერების მოწყობას.

კონკრეტული ინფორმაცია კი, რადენი კვადრატული მიწის ფართობი მიისაკუთრეს ოკუპანტებმა 2008 წლის ოკუპაციიდან დღემდე, არ არსებობს, თმცა, ადგილობრივი მოსალხეობა თამამად საუბრობს ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზე.

ჩვენი აქ ცხოვრება არის წამება, ადამიანებს ცოცხლად გვაწამებენ. სასაფლაოც წაგვართვეს, გაგიგიათ მსგავსი რამ. სასაფლაო სადაც ჩვენი მიცვალებულები იყვნენ დასაფლავებულები, ახლა მათი ტერიტორიაა. გაავლეს მავთულხლართები და რას ვიზამთ, მიცვალებულების სასაფლაოზე ვერ გავდივართ. მიტაცებულია ჩვენი სახლავ-სატეზი მიწები, თანაც იმ დროს, როცა მიწა დავამუშავეთ, ვიწვალეთ, მთელი წელი მოსავალს ველოდებოდით და როვა უკვე უნდა აგვეღო ოსავალი, გავიღვიძეთ და რას ვხედავთ, მავთულხლართები გაყვლიათ და ესეც წაგვართვეს“ – გვიყვებიან სოფელ  ბერშუეთის მაცხოვრებლები.

დადასტურებული ინფორმაციით, ოკუპანტების მავთულხლართები თუ ბანერები შიდა ქართლის 32 სოფლის ტერიტორიას შეეხო.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ ერთ-ერთი ორგანიზაციის, ვინც ე.წ. საზღვრის გამყოფ ზოლთან პატრულირება დაიწყო. სწორედ მათი ინიციატივა იყო, ქართულ მხარეს ე.წ. საზღვართან ვიდეოკამერები დაემონტაჟებინა, რომელიც დააფიქსირებდა როგორ თავისუფლად გადმოდიან ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე. მათ მიერ დამონტაჟებულ ფარულ კადრებში კარგად ჩანს და მტკიცებილებადაც კარგი მასალაა, რომ ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან (https://youtu.be/liPiM1gbNnc).

როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი  ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს,  მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 2012 წლიდან, რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლში 60 მილიონი კვ.მ. მიწა დაიკავეს.

„მას შემდეგ კი, რაც “ანტისაოკუპაციო მოძრაობამ” დაიწყო ყველა ასეთი ამბის სააშკარაოზე გამოტანა, თემის გააქტიურება, პატრულირება, ადგილობრივებთან  მჭიდრო კომუნიკაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება და საჭიროებისამებრ აქციები, შემთხვევებმაც იკლო“ – გვეუბნება დავით ქაცარავა.

ე.წ. მცოცავი ოკუპაციის ყველაზე ნათელი მაგალითი სოფელი ხურვალეთი და დათა პაპას (ვანიშვილი) ისტორია აღმოჩნდა. ოკუპანტების მიერ თვითნებურად გავლებული მავთულხლართების შედეგად, მისი  სახლიც რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა, მიწა კი საქართველოს ტერიტორიაზე.

2011 წელს საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილის სახლის წინ მავთულხლართები გაავლეს და მისი მშობლიური სოფლიდან, ხურვალეთიდან იზოლაციაში მოაქციეს. დათა პაპა მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მის მოსანახულებლად მიდოდნენ უცხოელი დიპლომატები, ჟურნალისტები. ის უარს ამბობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ შეთავაზებულ ყველანაირ სოციალურ დახმარებაზე, მათ შორის პენსიაზე, იმ დროს, როცა მოხუცის ერთადერთი შემოსავლის წყარო, სამეურნეო მიწის ნაკვეთი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. რუსი სამხედროები, მას იქ გადასვლის და მიწის დამუშავების უფლებასაც არ აძლევდნენ. ვითარების გასაცნობად, ადგილზე ევროპის სააბჭოს პრეზიდენტი შარლ მისელიც ჩავიდა და დათა პაპას შეხვდა.

ოკუპანტების კიდევ ერთი მსხვეროლი აღმოჩმდა ჯარიაშენში მცხოვრებლი სრესელების ოჯახი: „ვაშლის ბაღები მქონდა, ძალია ბევრი წვალება და შრომა მომიწია მის გასაშენებლად. ეს იყო ჩემი იმდე, ამ ბაღებით უნდა მერჩინა თავიც და ოჯახიც. ეს იყო ჩვენი გადარცენა, უმცა, რა მივიღეთ? – ახალი გაშენებული ბაღი მთლიანად ოკუპანტების მხარეს მოექცა. შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს ჩემი ბაღები. რაც მახსოვს, სამჯერ გადმოსწიეს ე.წ. საზღვარი“.

ის, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოს მთავარი პრობლემაა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიშიც ადასტურებენ. როგორც სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი განმარტავს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უკანონო ქმედებები, მათ შორის უკანონო „ბორდერიზაცია“, გადაადგილების უფლების შეზღუდვა,  უკანონო დაკავებები და ა.შ.

„საქართველოს მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურო ბის შენარჩუნება სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს. უფრო მეტიც, ეს ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში,  გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა  სოფელ გუგუტიანთკარში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები; ასევე, საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები.

„ზემოაღნიშნული საკითხების განხილვისას ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციამ და დეფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმისა და მუქარის ენა და მიზანმიმართულად დააზიანეს მოლაპარაკებების არსებული ფორმატები, ვგულისხმობ IPRM-ის ცნობილ ფორმატს და ჟენევის ფორმატს“, – განმარტავს გრიგოლ ლილუაშვილი.

ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში   ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ბოლო შეხვედრა 2022 წლის 20 იანვარს გაიმართა.  ქართულმა მხარემ, შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს 6 მოქალაქის გათავისუფლების საკითხი დააყენა, თუმცა, უშედეგოდ.  ოკუპანტი მხარე პოზიციების დათმობას არ აპირებს და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე უარს აცხადებს.

„ჩვენთვის ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა და ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული მათგანი არ დაბრუნდება საკუთარ ოჯახში. კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ იქნებოდა სწორი, რათა არ გაჩნდეს არასწორი მოლოდინები. მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან სახლში“ – აცხადებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (https://mcm.ge/133834/).

რუსული ოკუპაციის თემაზე მუშაობისას, ოკუპანტების მხრიდან, საქართველოს ტერიტორიაბის მონიშვნის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა. კერძოდ, 2022 წლის 27 იანვარს, მეჯვრისხევის მოსახლეობამ შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპანტების გააქტიურება ისევ  შეინიშნება. მათ ამჯერად სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, გარკვეულ ტერიტორიებზე მონიშვნა გააკეთეს და  ხეებს თეთრი ლენტები შეაბეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სწორედ ასე იწყენებ ისინი ე.წ. საზღვრის გადმოწევას და მცოცავ ოკუპაციას. მათი თქმით, ოკუპანტები მორიგი „ბორდერიზაციისთვის“ ემზადებიან და პერიმეტრს ნიშნავენ (https://mcm.ge/138773/).

ეკა გულუა

მსგავსი თემები