ნონა გაფრინდაშვილმა მოიგო, Netflix-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა  Netflix-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მოიგო. კერძოდ, კალიფორნიაში,მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რო ართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქმე ეხებოდა სერიალ „დედოფლის გამბიტშიგაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია, ასევე ნონა გაფრინდაშვილი წარმოდგენილი იყო, როგორც რუსი მოჭადრაკე.

ნონა გაფრინდაშვილი ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვდა. სარჩელში ნათქვამია, რომ Netflix– მა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზნით იმის ხაზგასასმელად, რომ მისმა გამოგონილმა გმირმა მოახერხა გაეკეთებინა ის, რაც სხვა ქალებს, მათ შორის გაფრინდაშვილს არ გაუკეთებიათ.

მოსარჩელე კომპანიისგან 5 მილიონ დოლარს ითხოვდა.

 

მსგავსი თემები