ამერიკა რუსეთს გამაფრთხილებელ წერილს უგზავნის, კრემლი უკმაყოფილოა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხმამაღალი და  მკაცრი გაფრთხილებების შემდეგ, რუსეთში ოფიცილური წერილი გაგზავნა. წერილის შენაარსი ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა, საუბარია, რომ ის უკრაინას და ნატოს გაფართოებას ეხება.

აშშ რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება ამ ქვეყნების სუვერენული უფლებაა და მას რუსეთი ვერ დაბლოკავს.

ამერიკის გზავნილი კრემლში ამერიკის ელჩმა – სალივანმა მიიტანა. დოკუმენტის საიდუმლოდ დატოვების გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლიკენმა ვაშინგტონში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ახსნა. შტატებში მიიჩნევენ, რომ  კონფიდენციალურობა საჭიროა მოლაპარაკებებისთვის სივრცის დასატოვებლად.

წერილთან დაკავშირებით მოკლე შეფასება რუსეთის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. სერგეი ლავროვი არც მალავს, რომ რაც მიიღეს, კრემლისთვის მისაღები არ არის.

„რაც შეეხება მიღებული  დოკუმენტის შინაარსს, არის რეაქცია, რომელიც მნიშვნელოვანი საუბრის დაწყების იმედს იძლევა, თუმცა, ეს საკითხები  მეორეხარისხოვანია“ – აცხადებს ლავროვი.

ის კიდევ ერთხელ და ღიად აფიქსირებს კრემლის პოზიციას რომ დაუშვებელია აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს შემდგომი გაფართოება და ისეთი დამრტყმელი შეიარაღების განთავსება, რომელიც შესაძლოა. რუსეთის ტერიტორიას დაემუქროს.

 

მსგავსი თემები