შშმ პირის ცემისთვის პატრულ-ინსპექტორებს პატიმრობა შეუფარდეს 

შშმ არასრულწლოვნის ცემისთვის დაკავებული პოლიციელების სასამართლო პროცესი დასრულდა. ორივე პატრულ-ინსპექტორს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, მათ გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობდა მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის რისკი.

„ნუგზარ ბაქრაძის და კახაბერ ბაკაშვილის მიმართ გამოყენებული იყოს პატიმრობა. განჩინება საჩივრდება ერთჯერადად, 48 საათის განმავლობაში. პროკურორებმა მიუთითეს როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე. სასამართლო ეთანხმება, რომ არსებობს საფრთხეები და მოსალოდნელი სასჯელის შიშით შესაძლოა, მიემალონ სასამართლოს. სრულიად უმიზეზოდ იქნა აღნიშნული დანაშაული ჩადენილი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მათ შეუძლიათ, მოწმეებზე ზემოქმედება, ეს საფრთხეები არსებობს“, – ასეთია მოსამართლის გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატები გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. წინა სასამართლო სხდომა კი 15 მარტს გაიმართება.

მსგავსი თემები