გამოკითხულები  მთავარ პრობლემად უმუშევრობას და ინფლაციას ასახელებენ  

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მთავარ გამოწვევად უმუშევრობა და ინფლაცია რჩება.

კითხვაზე: თქვენი აზრით, რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა? გამოკითხულთა 49% თვლის, რომ მთავარი ეკონომიკური პრობლემა უმუშევრობაა; ფასების ზრდა/ინფლაცია – 42%; სიღარიბე – 23%; დაბალი ხელფასები – 21%; ლარის გაუფასურება – 14%; კორონავირუსი – 10%; მაღალი გადასახადები – 8%; საწვავზე მაღალი ფასები – 5%; კორუფცია და ნეპოტიზმი – 3%; სესხებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა – 2%;

მსგავსი თემები