გამოკითხვით, 41% არც ერთ პარტიას ენდობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით,  გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცე ერთი პოლიტიკური სუბიექტი იზიარებს.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ არც ერთი პარტია. „ქართული ოცნებას“ ასახელებს გამოკითხულთა 24%; პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა; 9% კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას იწონებს.

NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 2 099-მა რესპონდენტმა მიიღო.

მსგავსი თემები