Covid 19-ზე  აფთიაქში ნაყიდი ტესტის დადებითი პასუხი ლაბორატორიებში უნდა გადამოწმდეს

აფთიაქში ნაყიდი ტესტით დადასტურებული კორონავირუსი, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ბაზაში არ ისახება და აუცილებელია ასეთმა მოქალაქეებმა დიაგნოზი ლაბორატორიებში გადაამოწმონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნიამ „ღამის კურიერში“ ისაუბრა.

“ამ შემთხვევაში, ის, სისტემაში, როგორც ვრუსგადატანილი ვერ მოხვდება. ანტისხეულების კვლევას, ამ მიზნით არცერთი ქვეყანა არ იყენებს, რადგან ანტისხეულების ტიტრი შესაძლებელია იყოს მომატებული სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, თუნდაც ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში. ამდენად, ეს არ არის  ვალიდური საფუძველი დიაგნოზის დადასტურებისთვის. ჩვენ მივყვებით საერთაშორისო რეკომენდაციებს. ჩვენი დაკავშირება ევროკავშირის სისტემასთან მოითხოვს იმას, რომ  ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და გვქონდეს ტესტის პასუხი გადატანილი დიაგნოზის უკან,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მსგავსი თემები