ვის ეკუთვნის „მწვანე პასპორტი“ რატომ ვერ მოხვდნენ ვირუსიანები ბაზაში? – სამინისტროს განმარტებები

„მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებულ გაუგებრობას ჯანდაცვის სამინისტროში პასუხობენ და აცხადებენ, რომ მის გაცემასთან დაკავშირებით გარკვეული შეცდომები არსებობს. როგორც მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, ხარვეზები დაკავშირებულია სისტემის გადატვირთულობასთან.

“მწვანე პასპორტის“ შემთხვევაში გვაქვს სამი კრიტერიუმი –  გადატანილი ინფექცია, ვაქცინაცია და ასევე ტესტირების პასუხი.  „ომიკრონმა“ გარკვეულწილად შეცვალა მთელს მსოფლიოში  მიდგომები. ბევრმა ქვეყანამ გაამკაცრა „მწვანე პასპორტი“, ზოგმა დაამატა “ბუსტერ” დოზა, ზოგმა დაამატა ვაქცინაც და კიდევ ტესტირებაც. ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოქალაქეს რომელსაც აქვს ეს სამივე, ტესტი ჰქონდათ დადებითი, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის გამო ეს ტესტი ვერ მოხვდა ბაზაში. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა წესი, რომელიც ითვალისწინებს ამ კონკრეტული პირებისთვის შესაძლებლობას, რომ დავაზუსტოთ, ნამდვილად იყო თუ არა პირი ავად. მას შემდეგ რაც ლაბორატორია წარმოადგენს ცნობას, რომ შეცდომა მოხდა, ტესტი ჩატარდა, თუმცა რაღაც ხარვეზის გამო ვერ შევიდა სისტემაში.

ტესტი თუ არის დადებითი, პირმა იმკურნალა ბინაზე, ან იმკურნალა ჰოსპიტალში, ხდება მისი ბაზაში შეყვანა.  დიაგნოზის საფუძველი არის როგორც PCR ტესტი ისე ანტიგენ ტესტი, მაგრამ რომელიმე ტესტის პასუხი აუცილებელია. სწრაფი ანტიგენ ტესტი ჩვენთვის არის იგივე დიაგნოსტიკური ღირებულების როგორიც არის PCR ტესტი,”- განმარტავს თამარ გაბუნია.

 

მსგავსი თემები