შესაძლოა, ბავშვებში აცრის ასაკი შემცირდეს და 9 წლიდან დაიწყოს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, ბავშვებში ვაქცინაციის ასაკი შემცირდეს. აღნიშნული რეკომენდაციის გაზიარებას საქართველოც გეგმავს. კერძოდ, განიხილება ვარიანტი, რომ კორონავირუსის აცრა 9 წლის ასაკიდან დაიწყოს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ, საქართველოშიც ვაქცინაცია 9 წლის ასაკიდან დაიწყოს.

„ჩინეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ძალიან დაწია ზღვარი და სამი წლის ასაკიდან იწყებს ვაქცინაციას. ამერიკაშიც დაიწია და 9 წლის ასაკიდან იწყება. ჩვენთან ნამდვილად 12 წლიდან არის, მაგრამ განიხილება საკითხი, რომ ზღვარმა დაიწყოს 9 წლამდე,”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები