„ეს არის ჩემი ვალდებულება“ – მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის მე-12 დაწესებულება დატოვა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მეუფემ ჟურნალისტებს განაცხადა, რაც გააკეთა, ეს მისი პირდაპირო ვალდებულებაა.

„რაც დღეს გავაკეთე, ამას ჰქვია პატიმრის მონახულება. მოვინახულე  იმიტომ, რომ სახარებაში პირდაპირ გვიწერია, რომ პატიმრის მონახულება ეს არის 7 ხორციელი მოწყალების საქმიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ჩემი პირდაპირი მოვალეობა. ეს არის ჩემი ვალდებულება. ამჯერად რაც გავაკეთე, ეს იყო ჩვეულებრივი, რიგითი მონახულება. შევხვდი, ვისაუბრეთ ბევრ სხვადასხვა საკითხზე. მომეჩვენა, რომ წინასთან შედარებით უფრო მშვიდი იყო, დამშვიდებული სახე ჰქონდა“ – განაცხადა მეუფემ მედიასთან.

 

 

მსგავსი თემები