პოზიცია-ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე შეთანხმდა  

პარლამენტში, ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. მხარეები  უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეჯერდა. კერძოდ, შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოამზადებენ რეზოლუციის ტექსტს, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს. საუბარია, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე.

შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილია და აცხადებენ, რომ ტექსტი არც ისე რბილია, როგორც იყო მოლოდინი. რეზოლუციის ტესტის შინაარსი დაახლოებით ერთ საათში გასაჯაროვდება და პარლამენტში დარეგისტრირდება.

რეზოლუციის ტექსტს ყველა პარტია ეთანხმება და აცხადებენ, რომ ტექსტში ხაზგასმული იქნება რუსული აგრესია და მისი პასუხისმგებლობა. საქართველოს პარლამენტი რეზოლუციას უახლოეს სესიაზე დაამტკიცებს.

მსგავსი თემები