„მწვანე პასპორტების“ არსებობას აზრი არ აქვს“ – შალვა ალავერდაშვილი

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის“  შალვა  ალავერდაშვილის განცხადებით, ე.წ. მწვანე პასპორტებმა არ გაამართლა. როგორს ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთვართან“ განაცხადა, უკუშედეგი მივიღეთ.

„ძალიან ბევრი რესტორანი არ ეთანხმება „მწვანე პასპორტებს.“  როგორც კვლევები გვაჩვენებს, მწვანე პასპორტებმა შედეგი ვერ მოგვცა, პირიქით, უკუშედეგია. ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. რისთვის გაკეთდა „მწვანე პასპორტი,“ იმისთვის, რომ რესტორანი და სასტუმრო იყო ვირუსის  ყველაზე მეტი გამავრცელებელი? აღმოჩნდა, რომ ის  არაეფექტურია. ვთვლით, რომ, ამ ეტაპისთვის, მწვანე პასპორტებს არანაირი მნიშვნელობა აქვს“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.  

მსგავსი თემები