გაზაფხულზე კორონავირუსის ახალ მუტაციას უნდა ველოდეთ

ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ დევი ტაბიძის განცხადებით „ომიკრონი“ კორონავირუსს არ ასრულებს და ამ კუთხით, გაზაფხული წინ გვაქვს. როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, შეიძლება არა ერთი, არამედ რამდენიმე მუტაციაც კი გამოჩნდეს.

„კორონავირუსით“ გარდაცვალებულთა 80-85% სწორედ აუცრელებზე მოდის. „ომიკრონი“ არსებული პანდემიის ბოლო წერტილი არ არის. არის კვლევები და წინასწარი მონაცემები, რომ გაზაფხულზე კიდევ ახალი შტამი გამოჩნდება. უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ, კიდევ ერთხელ მოხდება მუტაცია და არა ერთხელ. თუმცა, გაზაფხულზე ეს ნამდვილად იქნება. იქნება თანხვედრა და გაზაფხულის სეზონურ ვორუსთან კავშირი. რაოდენობრივადაც მაქსიმალურად დატვირთავს მოსახლეობას. ამიტომ, მოვემზადოთ თუნდაც გაზაფხულისთვის, რომელმაც შესაძლოა, სხვა სიურპრიზიც შემოგვთავაზოს“ – აღნიშნა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, დღეს კლინიკების გადატვირთვა მაღალი არ არის: „ომიკრონმა“ ახალი თამაშის წესები შემოგვთავაზა და მისი მართვა შეიძლება ბინასა და კოვიდსასტუმროებში“.

მსგავსი თემები