100 000-მა ადამიანმა სამსახური დაკარგა, 30% კი საზღვარგარეთ წავიდა

„2019 წელთან შედარებით, საქართველოში ტურისტების ნაკადი 79%-ით შემცირდა, თუმცა, 2020 წელს ყველაფერი სჯობს“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავართან“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა  ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან”.

„2020-ში ტურიზმი საერთოდ არც არსებობდა. 2021 წელი შეიძლება ჩაითვალოს თანდათანობით აღდგენის წლად. იმედი გვაქვს, რომ 2022 წელი უკეთესი იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია პანდემიაზე. როგორც კი პანდემია დასრულდება, მაშინვე ტურიზმის ბუმი დაიწყება. თუმცა, საკმაოდ დიდი პრობლემა გვაქვს მომსახურე პერსონალის. ნდობა გვაქვს დაკარგული პერსონალთან მიმართებაში, რადგან ძალიან დიდმა რაოდენობამ, თითქოს 100 000-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური და კვალიფიციური პერსონალის 30% საზღვარგარეთ გავიდა. დანარჩენები, საკმაოდ დიდი რაოდენობა გადავიდა სხვა სექტორში, რადგან, იქ სტაბილურობა მეტია“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტ მთავართან.“

მისივე შეფასებით, პანდემიის პერიოდში, ძირითადად დიდი სასტუმროები გადარჩა. არაბრენდულ სასტუმროებს, განსაკუთრებით კი საოჯახო ტიპის სასტუმროებს ძალიან გაუჭირდათ.

მსგავსი თემები