საარჩევნო დოკუმენტების გაყალბების მუხლით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების მიერ, ბიულეტენების სავარაუდო ხელმოწერებით დამოწმების და საარჩევნო ყუთებში მოთავსებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ განცხადებით გენერალურ პროკურატურას 24 დეკემბერს „ერთიანმა  ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.

განცხადებაში დასახელებული გარემოებების შესწავლის შემდეგ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე და 164 (ტერცია) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბებას და არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, კერძოდ, ბიულეტენების განზრახ გაყალბებას გულისხმობს

 

მსგავსი თემები