გოგებაშვილის “დედა ენის” სკოლებში დაბრუნება მხარდაჭერილია 

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი დეპუტატების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, გოგებაშვილის “დედაენა” სკოლების სასწავლო პროცესში ჩართოს, როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოსთან ერთად, იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.

“აღნიშნული ინიციატივა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს “დედაენის”, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიცოცხლისუნარიანობის, დოკუმენტირების, კვლევის, იდენტიფიცირებისა და პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას”, – განუცხადეს “მთავარს” კანონპროექტის ავტორებმა.​

მსგავსი თემები