„ახლა ვართ შტამების თანხვედრის პერიოდში“ – დევი ტაბიძე

„ახლა ვიმყოფებით ვირუსის ყველაზე მძიმე მართვის პერიოდში იმდენად, რამდენადაც ასეთი რაოდენობა დც დაფიქსირდა, როგორი მსუბუქიც არ უნდა ყოს, არასდროს გვქონია. ყველაზე ინტენსიური გავრცელების ფაზაში ვიმყოფებით, რასაც შესაბამისი მართვა და დამატებითო ღონიძიებების გატარება სჭირდება“ – განაცხადა პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, არასერიოზულია დასკვნა, რომ „ომიკრონით“ პანდემიას დავასრულებთ.

„ახლა გვაქვს შტამების ერთობლიობა, რადენიმე შტამის თანხვედრა. ნუ გვავიწყდება სეზონური ვირუსიც, რომელიც არსად წასულა და  ეს ენდემიურში როდის გადავა არავინ იცის. საღ აზრს არ შეესაბამება გათვლა. რომ „ომიკრონით“ დავასრულებთ პანდემიას. „ომიკრონს“ იგივე სიმპტომები ახასიათებს, რაც ვირუსულ პათოლოგიებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში, გამძარფერბულია ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება და ძლიერი სისუსტე“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.    

პროფესორის ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის, საკმაოდ მაღალი პროცენტული რაოდენობა ბავშვები არიან.

მსგავსი თემები