“გაზაფხულზე აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ერთი ვირუსი” – დევი ტაბიძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი  ტაბიძე აცხადებს, რომ გაზაფხულზე აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ერთი ვირუსი, რომელსაც მთელი ევროპა და დასავლეთი წინასწარმეტყველებს.

“ის უკვე შეიძლება გამოჩნდეს როგორც დამასრულებელი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გვექნება მაღალი დასნებოვნების ხარისხი, მაგრამ არ იქნება სირთულე. მაღალი სიცხის დროს მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდებულია სიცხის დამწევები და არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობა. ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკების მიღება არის სახიფათო,” – განაცხადა დევი ტაბიძემ.

მსგავსი თემები