შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში დღეს გახდება ცნობილი

შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, საბოლოო გადაწყვეტილება ფრაქციის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

პარტიის წევრი ხატიას დეკანოიძე პარლამენტში შესვლას ემხრობა და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი სრულად ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში.

“უახლოეს პერიოდში მე თვითონ წარმოგიდგენთ ჩვენი ფრაქციის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს. ჩვენ სრულფასოვნად უნდა ჩავერთოთ საპარლამენტო საქმიანობაში – ასეთია ჩემი პოზიცია, ეს იქნება საგამოძიებო კომისიის მიმართულებით, უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებაზე და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს სტრატეგია გუნდური უნდა იყოს,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

მსგავსი თემები